192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისში ჩატარდა თუმანიანის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებანი
2019-02-20 10:03:09

დიდი სომეხი მწერლის  ჰოვანეს თუმანიანის დაბადების 150 წლითავის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  გაიხსნა ფერმწერ თენგიზ მიკოიანიცის გამოფენა თემაზე „თუმანიანის ნაკვალევზე“, გარდა ამისა ჩატარდა ლიტერატურულ-მხატვრული საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგაცია სომხეთიდან  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის არაიკ  ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში სომხეთის ელჩი,  სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს თემის წინამძღვარი, სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოღვაწენი.
მინისტრმა ჰარუთიუნიანმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ თუმანიანი არა მარტო 19-20-ე საუკუნის მწერალია, არამედ 21- ე საუკუნისაც.  როგორც თავის სიტყვაში აღნიშნა  საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა, დღე საზეიმოა საქართველოსთვისაც, „თუმანიანმა ოთხ ათეულ წელზე მეტი იცხოვრა საქართველოში და ქართველებს მიაჩნიათ, რომ თუმანიანი მათია.  გარდა ამ ღონისძებებისა საქართველოს სკოლებში აღინიშნება თუმანიანის დღე, რაც მხოლოდ სასიხარულოა“-აღნიშნა ელჩმა სადოიანმა.