192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გერმანელმა ბიზნესმენებმა ტიგრან ხაჩატრიანს წარუდგინეს სომხეთში მათი ბიზნეს-განზრახვები
2019-02-20 10:16:43

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარებისა და ინვენსტიციების მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა მიიღო გერმანელ ბიზნესმენთა ერთი ჯგუფი, რომელსაც თან ახლდა სომხეთის რესპუბლიკაში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბერნარდ მათიას ქისლერი.

როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ინვენსტიციების სამინისტროდან, მინისტრმა ხაჩატრიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა ხელი შეუწყოს ნებისმიერ საზღვარგარეთულ ბიზნეს-საქმიანობას. როგორც მინისტრმა აღნიშნა  სომხეთის მთავრობას გამიზნული აქვს გაზარდოს ინვენსტიციების მოცულობა და განხორციელებული ინვენსტიციებით გამოშვებული საქონელი გაიტანოს ევრაზიული კავშირისა  და ევროკავშირის ქვეყნებისაკენ.
სტუმრებმა ილაპარაკეს მათი საქმიანობის მიმართულებებზე, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული საინჟინრო ხელოვნებით დამთავრებული, თავიანთ ბიზნეს-განზრახვებზე სომხეთში.

ტიგრან ხაჩატრიანმა ბიზნესმენების ყურადღება მიიპყრო ისეთ სფეროებზე, რომლებთაც გააჩნიათ არარეალიზებული პოტენციალი.