192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დავით სერგეენკომ თვითმფრინავის ბორტზე ირანელი ქალი გადაარჩინა
2019-02-20 11:10:01

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრი უცნობ ადამიანებს დახმარებას უწევს.

,,სპუტნიკი საქართელოს“ ინფორმაციით,  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თვითმფრინავის ბორტზე ირანის მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინა.

ქართული მედიის ცნობით, შემ­თხვე­ვა რამდენიმე კვირის წინ ლაინერის ბორტზე მოხდა, რომელიც ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის ავიარეისს ასრულებდა. მა­შინ მი­ნის­ტრი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მი­ტი­დან სამშობლოში ბრუნ­დე­ბო­და.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევაში მცხოვრებმა ირანელმა ფრენის დროს შეუძლოდ იგრძნო თავი. სერგეენკომ ქალს დახმარება აღმოუჩინა და ფრენის დასრულებამდე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად აკონტროლებდა.

ირა­ნელ­მა ქალ­მა ქართველ მინისტრს მად­ლო­ბის წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა.

პა­ტივ­ცე­მუ­ლო სერ­გე­ენ­კო, გწერთ რათა გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმ დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის რე­­სით ფრე­ნის დროს გა­მო­­ჩი­ნეთ ჩემს მი­მართ. მსგავ­სი პრო­ფე­სი­­ნა­ლუ­რი და გუ­ლის­ხმი­­რი დახ­მა­რე­ბა ბორტზე არა­სო­დეს მი­მი­ღია. თქვენ მე სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქეთ! კი­დევ ერთხელ გიხ­დით მად­ლო­ბას დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის და იმედს ვი­ტო­ვებ, კვლავ შევ­ხვდე­ბით და გა­გაც­ნობთ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს", - წერს ირა­ნე­ლი ქალი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრი უცნობ ადამიანებს დახმარებას უწევს.

2013 წლის სექტემბერში სერგეენკო ავიაშოუზე მიდიოდა, როდესაც დაინახა მოსკოვის გამზირზე თუ როგორ დაეჯახა ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ქვეითს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაშავებული დენის ახმედოვი აღმოჩნდა. თვითმხილველების თქმით, სერგეენკოსასწრაფო დახმარებისმისვლას არ დაელოდა და დაშავებულს საკუთარი, პიერ კარდენის ფირმის ჰალსტუხით თავად გადაუხვია ფეხი და სისხლდენა შეუჩერა. მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა, დახმარების დროულად აღმოჩენის წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

დღეისთვის პიერ კარდენის ჰალსტუხი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ორგანიზაციის ჯილდოებისა და მედლების გვერდით ინახება.