192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ვინ არის მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული “პალმა ჯუმეირას“ ქართველი კონსტრუქტორი - “სამწუხაროა, რომ მას საქართველოში არ იცნობენ“
2019-02-20 13:05:25

"სამ­წუ­ხა­როა, რომ მსოფ­ლი­ოს ამ "მერ­ვე სა­ოც­რე­ბის" შე­სა­ხებ არ­სე­ბულ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხში­რად არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბა. სწო­რედ მან მო­ა­ხერ­ხა იმ კონ­სტრუქ­ცი­ის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ყუ­რე­ში ნი­ა­და­გის და­მაგ­რე­ბა მო­ხერ­ხდა, რათა მიწა ზღვას არ წა­ე­ღო. სამ­წუ­ხა­როა ისიც, რომ ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი გე­ნი­ა­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ის შე­დე­გე­ბის ნახ­ვას ვერ მო­ეს­წრო. უფრო სამ­წუ­ხა­როა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ დიდ პი­როვ­ნე­ბას არ იც­ნო­ბენ" - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდის:

- მას შემ­დეგ, რაც ძვ.წ. II ს-ში მსოფ­ლი­ოს შვი­დი სა­ოც­რე­ბის სია შედ­გა, არა­ერ­თხელ იყო ამ სიის შეც­ვლის და შევ­სე­ბის მცდე­ლო­ბა. XXI-ე სა­უ­კუ­ნის "მსოფ­ლი­ოს მერ­ვე სა­ოც­რე­ბად" მიჩ­ნე­უ­ლია სპარ­სე­თის ყუ­რე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი "პალ­მა ჯუ­მე­ი­რა", ეს არის ზღვა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი პალ­მის ფორ­მის ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი ატო­ლით არის შე­მო­ფარ­გლუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ადა­მი­ა­ნის ხე­ლით შექ­მნი­ლი ეს მე­ო­რე ძეგლია, დიდი ჩი­ნუ­რი კედ­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც კოს­მო­სი­დან ჩანს.

რაც შე­ე­ხე­ბა "ჯუ­მე­ი­რას", მას "პალ­მა" ეწო­დე­ბა იმი­ტომ, რომ 2 და­შო­რე­ბუ­ლი კუნ­ძუ­ლი დუ­ბა­ის სა­ნა­პი­როს­თან 17-ტო­ტი­ან პალ­მის ხეს ქმნის. იგი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ფორ­მის რი­ფე­ბით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, თვი­თონ არ­ქი­პე­ლა­გი 200 კუნ­ძუ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა. არ­ქი­პე­ლაგ­ზე 100 ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როა, ათა­სი ვილა, პენ­ტჰა­უ­ზი და 5.000 კერ­ძო ბინა. პალ­მა­ზე ბევრ ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბას აქვს სა­კუთ­რე­ბა. ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ ბექ­ჰე­მე­ბი, რომ­ლებ­მაც აპარ­ტა­მენ­ტებ­ში 12 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა გა­და­ი­ხა­დეს. ბოლო წლე­ბის სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბაა "პალ­მა­ზე" მო­წყო­ბი­ლი სა­ა­ხალ­წლო ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბია.