192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში საქონლის შემოტანა შემცირდა, ხოლო ქვეყნიდან გატანა – გაიზარდა
2019-02-20 13:10:45

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის იანვარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7,2%–ით გაიზარდა და 238,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სატისტისკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე დაახლოებით 159 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4,4%-ით ნაკლებია.

წლის დასაწყისიდან იმპორტი, გასული წლის იანვართან შედარებით, 1,1%–ით შემცირდა და 588 მლნ დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარში, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1,2%-ით გაიზარდა და 826,8 მლნ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამ პერიოდში შეადგინა დაახლოებით 349,2 მლნ დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 42,2%-ია.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2019 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი – ბრუნვამ ამ ქვეყნებთან დაახლოებით 298 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საერთო ბრუნვის 36%–ზე მეტია.