192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანმა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს ზავის რეჟიმის დაცვის პირობების შენარჩუნების საკითხს
2019-02-21 10:36:10

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო   ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები:  იგორ პოპოვი(რუსეთი), ენდრიუ შოფერი(აშშ), სტეფან  ვისკონტინი(საფრანგეთი)  და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრჩიკი.

როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობიდან, ნიკოლ ფაშინინი მიესალმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თთავმჯდომარეების ვიზიტს სომხეთში და დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მათ  როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით განხორციელების საქმეში.

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მიულოცეს ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ჩემი ნაბიჯის“ გამარჯვებასთან დაკავშირებით.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა დაწვრილებით ილაპარაკა იანვრის თვეში დავოსში ჩატარებული არა ოფიციალური შეხვედრის  ირგვლივ.  

საუბრის მონაწილეებმა აზრი გაცვალეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესებში შესაბამისი გარემოს შექმნის შესახებ, მოხაზეს სამომავლო გეგმების კონტურები, რომელშიც გადამწყვეტ ადგილს იჭერს ზავის რეჟიმის დაცვის მიმართულებით არსებული  შეთანხმებების განხორციელების საკითხი.