192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას საქართველოში ნატოს პატრონაჟით გამართულ წვრთნებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
2019-02-21 12:00:35

ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას საქართველოში ჩატარებულ წვრთნებში, დღეს სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ონოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

"მე დიდად ვაფასებ სომხეთის სამხედრო მოსამსახურეებ მონაწილეობას საქართველოში გამართულ წვრთნებში: "ღირსეული პარტნიორი -2018 " და "მებრძოლი სული." ვიმედოვნებ, რომ სომხური მხარე გააგრძელებს წვრთნებში მონაწილეობას ", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ღნიშნა, რომ წვრთნები მიმდინარეობს ნატო- პატრონაჟით და პარტნიორების ჩართულობით.

რაც შეეხება სომხურ-ქართული თანამშრომლობის ახალ სფეროებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

"საქართველო მზადაა ამ სფეროში გაზიაროს თავისი გამოცდილებ," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.