192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროსაბჭომ მაღალი შეფასება მისცა ადამიანის უფლებათა დამცველთან მუშაობას
2019-02-21 13:48:52

ადამიანის უფლებათა დამცველ არმან თათოიანს  სტრასბურგში შეხვრები ჰქონდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრ დუნია მიატოვიჩთან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორიატის მთავარ დირექტორ ქრისტოს ჯიაკუმოპოლოსთან, სევე დემოკრატიის საკითხებზე გენერალური დირექტორიატის მთავარ დირექტორ სნეჟანა სამარჯიჩ-მარკოვიჩთან. ასევე გაიმართა დისკუსიები ევროსაბჭოს სხვა სტრუქტურებთან, ტანჯვა-წამების პრევენციის კომიტეტთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეპარტამენტთან და სხვ.

ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი სომხეთის  ადამიანის უფლებათა დამცველთან  თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, წამოყენებულ  საკითხთა მაღალ პროფესიონალიზმს.  მაღალი შეფასება მიენიჭა ომბუდსმენთან ერთობლივ მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა სისტემის უწყვეტ გაუმჯობესებს.

შეხვედრების დასასრულს მხარეებმა მიაღწიეს შემდგომი მუშაობისთვის ახალი შეთანხმებები, აგრეთვე დააფიქსირეს ერთობლივი სამუშაოების დამატებითი ვალდებულებები.