192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ახალგაზრდა აქტივისტები ყველას მოუწოდებენ ქალაქის დასუფთავების აქციაში ჩართვისკენ.
2019-02-21 21:36:08

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  დსთ-ისა და ევროპის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელი ნესტან ჩიტაია სხვა აქტივისტებთან ერთად თბილისელებს ქალაქის ნაგვისგან დასუფთავებისკენ მოუწოდებს.

ჩიტაიამ გადაიღო ვიდეო, რომელშიც აანონსებს აქციას და დედაქალაქის მცხოვრებლებს მიმართავს. აქცია 24 თებერვალს გაიმართება.

ვცხოვრობთ თბილისში და ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ გვიყვარს ქალაქი, არის სხვადასხვა პრობლემა. პირველი პრობლემა, რომელიც ჩანს, ისაა, რომ ვერ ვიცავთ სისუფთავეს ქალაქში. ჩვენ რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. 24 თებერვალს გეპატიჟებით სადგურის მოედანზე. იქ გაიმართება აქცია "შენ ხარ მსოფლიოს ნაწილი", – აცხადებს ჩიტაია.

აქტივისტები ყველას იწვევენ კეთილი საქმის გასაკეთებლადდავასუფთაოთ თბილისი, თუ გიყვართ ეს ქალაქი.

ქალაქში ნაგვის დახარისხების კუთხით სიახლეები იგეგმება. თბილისის ქუჩებში უკვე განათავსეს საინფორმაციო ბანერები, სადაც ნაგვის დახარისხებისკენ მოუწოდებენ.

ამჟამად ქვეყანაში ნაგვის დახარისხების რამდენიმე საპილოტე პროგრამა ხორციელდება.