192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ფაშინიანი დადებითად ახასიათებს სომხეთისა და საქართველოს გაწონასწორებულ პოზიციებს რეგიონალური კონფლიქტების დარეგულირების საკითხში
2019-02-22 12:01:01

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით.
როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობიდან, პრემიერ-მინისტრი მიესალმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტს სომხეთში და დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სხვადასხვა სფეროებში მეგობრულ და კეთილმეზობლური  ურთიერთობების დამყარებასა  და განვითარებას. სრ პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის ხშირ ვიზიტებსა და სხვადასხვა სფეროებში პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებას. როგორც  ლევან იზორიამ აღნიშნა საქართველო  დაინტერესებულია მეგობარ სომხეთთან ურთიერთობის განმტკიცებით და მზადაა გააგრძელოს ნაყოფიერი და ორმხრივმომგებიანი თანამშრომლობა.
საუბრის მონაწილეებმა განიხილეს სომხეთ-საქართველოს  დაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. ისაუბრეს როგორც მიმდინარე პარტნიორობის განმტკიცების, ასევე ახალი ინციატივების განხორციელების შესახებაც.
შეხვედრისას აზრი იქნა გაცვლილი რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხების გარშემო. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ამ მიმართებით მეტად მნიშვნელოვანია ორმხრივი ძალისხმევა. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ორმხრივ ბალანსირებულ პოზიციებს რეგიონალური კონფლიქტების დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით.