192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მსოფლიო ბანკი სრ მთავრობას დაეხმარება მთავრობის პროგრამების განხორციელებაში
2019-02-25 11:02:07

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარებისა და  ინვენსტიციების მინისტრი ტიგრან ხაჩატრიანი შეხვდა მსოფლიო ბანკის განვითარების პოლიტიკის ოპერაციებისა და ტექნოლოგიური რესურსების გასაღების მისიის წარმომადგენლებს.
როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ინვენსტიციების სამინისტროდან, მინისტრმა წარმოადგინა მთავრობის პროგრამის  ეკონომიკური  ნაწილის  ძირითადი ღერძი და აღნიშნა, რომ პროგრამის ძირითად ნაწილს შეადგენს წარმოებისა და კონკურენციის ამაღლება, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია ხელშესახები ინვენსტიციის გარეშე.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბანკი ამზადებს ანალიტიკურ ნაშრომს საინფორმაციო და კავშირის ტექნოლოგიების სფეროსთან დაკავშირებით, რაც სარგებლობას მოუტანს მთავრობის პირველ რიგში გადასაჭრელი საკითხების განხორციელებისას.

ბანკის წარმომადგენლის სიტყვებით,  განვითარების პოლიტიკის ოპერაციები კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ  მსოფლიო ბანკი მთავრობას გვერდში უდგას მისი პროგრამის განხორციელების  საქმეში.
მსოფლიო ბანკის  ჯგუფი, მაკროეკონომიკური განხრით დირექტორის  სანდიფ მაჰაჯანის ხელმძღვანელობით დაინტერესდა ინვენსტიციური ატმოსფეროს გაუმჯობესებისადმი მიმართული ღონისძიებებით, მინისტრთან ერთად განიხილეს საკანონმდებლო  ინციატივები, ისევე როგორც რეფორმები ბიზნესის სფეროში.