192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სამხედრო მრეწველობის კომპლექსის განვითარება მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი
2019-02-25 10:00:55

სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარება მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა. ამის შესახებ მთავრობაში გამართულ თათბირზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინანმა.  მისი სიტყვებით, აუცილებელია სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება და შესაძლებლობების მოძიება სექტორის დაფინანსების არსებითად  გასაზრდელად.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამხედრო ინდუსტრიის განვითარებისათვის საჭიროა სამეცნიერო პოტენციალი, კერძო ინვესტიციების ა სახელმწიფო მართვის სისტემისთვის მკაფიო სამუშაო მექანიზმის ქონა.

"ამ კონტექსტში განვიხილავთ  სომხეთში მაღალი ტექნოლოგიებისა და მრეწველობის სამინისტროს ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რომ ჩვენ ამ სფეროში სერიოზულ ცვლილებებს მივაღწიოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სამეცნიერო პოტენციალთან ", - აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა შენიშნა, რომ დღეს არსებობს შესაძლებლობები, მაგრამ მათი მოცულობა არ არის დამაკმაყოფილებელი.