192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საერთაშორისო ორგანიზაცია Fitch-ის რეიტინგით, საქართველომ ეკონომიკური სარეიტინგო პოზიცია გაიუმჯობესა - პრემიერი
2019-02-25 13:53:55

რემიერ-მინისტ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაცია Fitch-ის რეიტინგის თანახმად, საქართველომ ეკონომიკური სარეიტინგო პოზიცია გაიუმჯობესა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ქვეყანა ეკონომიკურად სწორი მიმართულებით ვითარება.

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch-მა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ისრეიტინგში დაწინაურდა. საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ჩვენ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს უკვე ნაკლები რისკები და ეს აისახება იამზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება,“ - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, რეიტინგის გაუმჯობესების გამო საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობა გაიზრდება, რაც ასევე, დადებითად აისახება ეკონომიკაზე.

„პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის დაძლევაზე - სიღარიბის დაძლევაზე, ჩვენ შევძელით ის, რომ შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს არის ისტორიული პრობლემა ჩვენი ეკონომიკის, რომ საქართველო გახდა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ჩვენ შევძელით და ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევცვალეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად, სწორად იმ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება, რომ ეს დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ. სწორედ ეს დეფიციტი გახლავს საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო.

ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც Fitch-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ის თავის ტექსტში ახსენებს გახლავთ ის, რომ შარშან წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი და მედეგი გარე შოკების მიმართ,“ - ამბობს ბახტაძე.