192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ დელეგაცია საქართველოში გაეცნო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების გამოცდილებას
2019-02-25 14:54:08

სრ ეროვნული ასამბლეის წევრებმა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების მიმდინარეობა შეისწავლეს. სომხეთის დელეგაციის წევრებმა  მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ სემინარში, რომელიც ასახავდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების მთელ პროცესს. იუწყებიან სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეიდან.
"სემინარის დროს  გავეცანით 1990 წლიდან რეფორმების მთელ პროცესს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ყველა სფეროში. მნიშვნელოვანია სწორედ  საქართველოს გამოცდილების განხილვა, რადგან ჩვენ ძალიან დაახლოებული ქვეყნები ვართ და ამ სფეროში მათ სერიოზულ პროგრესიაღწიეს", - განაცხადა დეპუტატმა გაიანე აბრაჰამიანმა.