192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართველმა სამბისტებმა მინსკის ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვეს
2019-02-25 23:50:04

სამი ქართველი სპორტსმენი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების სამბისტებმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს პრიზზე საერთაშორისო ტურნირზე მინსკში 9 მედალი მოიპოვეს, იუწყება პირველი არხი.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: დავით ლორიაშვილი (-100 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) და ნინო ოძელაშვილი (-80 კგ). აღსანიშნავია, რომ ოძელაშვილი მისთვის ახალ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მანამდე ის 72 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.


ვერცხლის მედლები მოიპოვეს - ირაკლი კუპატაძემ (-57 კგ) და ლევან ნახუცრიშვილმა (-74 კგ), ხოლო ბრინჯაოს - ვახტანგ ჩიდრაშვილმა (-62 კგ), ბესო ბერულავამ (-82 კგ), პაატა ღვინიაშვილმა (-90 კგ) და ელენე ქებაძემ (+80 კგ).

მინსკის ტურნირი გახდა მომზადების ერთ-ერთი ეტაპი II ევროპული თამაშებისთვის, რომელიც ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე წლის 21-30 ივნისს გაიმართება.

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები