192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართველმა ჩოგბურთელმა ახალი რეკორდი დაამყარა
2019-02-26 00:09:23

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველი ჩოგბურთელი АТР- რეიტინგში ასე პირველად დაწინაურდა.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  საქართველოს პირველმა ჩოგანმა მამაკაცთა შორის ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა და АТР- განახლებულ რეიტინგში მე-20 ადგილიდან მე-19-ზე გადაინაცვლა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს უმაღლესი პოზიციაა, რომელიც ქვეყნის ჩოგბურთელს ოდესმე დაუკავებია.

გასულ კვირაში ბასილაშვილი კორტებზე არ გამოსულა, ხოლო მისი პროგრესი იმას უკავშირდება, რომ არგენტინელი დიეგო შვარცმანი წარუმატებლად გამოვიდა რიო-დე-ჟანეიროში და რეიტინგში მდგომარეობა ექვსი საფეხურით გაიუარესა.

რეიტინგის ტოპ-ათეული უცვლელი დარჩა. მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიას კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უდგას სათავეში. მეორე ადგილზეა ესპანელი რაფაელ ნადალი, ხოლო მესამეზეალექსანდრ ზვერევი გერმანიიდან.

ამ დღეებში ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს АТР-500 სერიის ტურნირში, რომელიც 25 თებერვალს დუბაიში იწყება – Dubai Duty Free Tennis Championships. ბასილაშვილის პირველი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება.

Dubai Duty Free Tennis Championships 2 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია თითქმის სამი მილიონი დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი.