192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში შემთხვევით ადრეული შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინეს
2019-02-26 00:18:16

სამარხში ქრისტიანული წესით დაკრძალული ოთხი ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს, რომელთა აღდგენა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ადგილობრივი მოსახლის მახრიზა ნაბიევას კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეების (V–XI) პერიოდის ქვაყუთი აღმოაჩინეს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღმოჩენილი ობიექტი ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის კოლექტიურ სამარხს წარმოადგენს.

ქვაყუთი კარგად დამუშავებული ქვიშაქვის დიდი ქვებითაა აგებული და მიწაში ვერტიკალურად ჩადგმულ ოთხ და გადახურვის ორ ქვას მოიცავს. სამარხის ძირს კირხსნარით მოლესილი მიწა წარმოადგენს", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სამარხში აღმოჩენილია ქრისტიანული წესით დაკრძალული ოთხი ადამიანის ძვლები. არქეოლოგები თავისა და მენჯის ძვლების მიხედვით ამტკიცებენ, რომ სამი მათგანი ზრდასრულია, ერთი კი მოზარდი.

სპეციალისტების განცხადებით, სამარხში დროთა განმავლობაში ჩამდინარე გრუნტის წყლის გამო ძვლოვანი მასალა ცუდ მდგომარეობაში, სანახევროდ დაშლილი იყო ისე, რომ ჩონჩხების სრულყოფილი აღდგენა ვერ მოხერხდა.

ის, რისი გაკეთებაც არქეოლოგებმა შეძლეს, ეს სამარხის გასუფთავება, ფოტო- და გრაფიკული ფიქსაციის გაკეთებაა. ძვლოვანი მასა სამარხში დარჩა და ამის შემდეგ სამარხი დაიხურა.

გარდა ამისა, ტერიტორიის გულდასმით დათვალიერებისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი სამარხი ძვლოვანი ნაშთებით, თუმცა ტრაქტორის მუშაობის შედეგად ის მთლიანად განადგურდა.