192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
იაპონიის მთავრობა დახმარებას უწევს სომხეთში არჩევნების მაორგანიზებელი სტრუქტურის განვითარებას
2019-02-26 09:34:17

სომხეთში გაერის განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი მარიასინმა  და სომხეთში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯუნ  იამადამ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობაში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც ოფიციალურად იქნა გამოცხადებული არჩევნების მაორგანიზებელი სტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების პროგრამის დასაწყისი.

როგორც  გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერის  მჰერ გრიგორიანის ოფისიდან, ამავე დროს ვიცე პრემიერმა და ბატონმა მარიასინმა ხელი მოაწერეს სომხეთის მთავრობის მხრივ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის სომხეთის ოფისის მიერ განხორციელებულ პროგრამა  „დახმარება სომხეთის საარჩევნო სისტემას-2“ დოკუმენტებს.  
პროგრამა, სხვა ოპერაციებთან ერთად ხელს შეუწყობს ელექტრონული სწავლების პლატფორმის გაფართოებას, საერთაშორისო საარჩევნო ტექნოლოგიების კონგრესის  საშუალებით წარმოადგენს სომხეთის გამოცდილებას რეგიონში და მის გარეთ. ხელს შეუწყობს საარჩევნო კომისიების საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა  შესაძლებლობების განვითარებას, ისევე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიის დაგეგმვას.