192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ვალენტინა მატვიენკომ მიიღო არარატ მირზოიანი
2019-02-26 10:43:01

სომხეთის დელეგაცია  ეროვნული კრების სპიკერის არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით იმყოფება მოსკოვში სამუშაო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები მიიღო  რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ.

ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ კმაყოფილების გრძნობით აღნიშნა, რომ პარლამენტის სპიკერი მის პირველ ვიზიტს ატარებს რუსეთის ფედერაციაში, რაც მოწმობს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათზე.
შეეხო რა სომხეთში მიმდინარე  დემოკრატიული პროცესებს, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მათი მიმდინარეობის მშვიდობიან ხასიათს და მათ შესაბამისობას  საკონსტიტუციო რეგულაციებთან.

სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მაღალ დონეზე შეაფასა ორ პარლამენტს შორის მუდმივი თანამშრომლობის დონე და რწმენა გამოთქვა, რომ სამომავლოდ ეს ურთიერთბები კიევ უფრო განმტკიცდება და გაფართოვდება, დღის წესრიგში შეტანილი იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სომხეთ-რუსეთის მოკავშირული ურთიერთობების განმტიცებას.
შეხვედრისას განხილული იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ  თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.