192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა განიხილოს სრ პრემიერ-მინისტრის მიერ აღნიშნულ დარგებში რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობა
2019-02-26 12:19:16

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორი რიჩარდ დორნბოში, რომელიც წარმოადგენს სომხეთის საერთაშორისო სავალუტო ფონდს სომხეთში.
როგორც იუწყებიან სრ მთავრობიდან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სრ მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან  გამუდმებულ თანამშრომლობას და დაინტერესებულია კონსტრუქციული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებით.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების და განვითარების პერსპექტივები.

სრ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სრ მთავრობის რეფორმების დღის წესრიგის შესახებ, გულისხმობდა ეკონომიკის სტრუქტურაში მაღალტექნოლოგიური რეფორმირების ხელშეწყობის,  საგადასახადო კოდექსის რეფორმის, მიკრო-ბიზნესის შექმნის, ბიზნეს გარემოსთვის რეგულაციების გამარტივების, სახელმწიფო მართვისა და განათლების სისტემის რეფორმის, ანტიკორუფციული პოლიტიკის წრეებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სტრუქტურაში ცვლილებებით და სხვადასხვა სექტორში მაღალტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით, მთავრობა მიზნად ისახავს სომხეთის  პოზიციად მიიჩნიოს ტექნოლოგიური ქვეყნის სტატუსი და საინფორმაციო ტექნოლოგიების  სფეროში არსებული დიდი პოტენციალის გათვალისწინებით ჩამოაყალიბოს ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა.
რიჩარდ დორნბოშმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა განიხილოს სრ პრემიერ-მინისტრის მიერ აღნიშნულ დარგებში რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.