192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ზურაბიშვილი ბაქოში ალიევს შეხვდება: რაზე იმსჯელებენ პრეზიდენტები
2019-02-26 13:55:57

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას 27 თებერვალს მაღალი დონის რიგ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, შეხვდება თავის კოლეგა ილჰამ ალიევს, ნათქვამია ქართული სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეხვედრა ალიევთან გაიმართება პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში – დელეგაციების მონაწილეობით. მოლაპარაკებების შემდეგ ზურაბიშვილი და ალიევი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

„პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად პრიორიტეტული იქნება კულტურული ურთიერთობების განვითარებაც, რომლის საფუძველსაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ქმნის", – ნათქვამია განცხადებაში.

ალიევის გარდა საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს.

ვიზიტის დროს პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.