192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“თავიდან მეგონა, ქართულის სწავლისას ყელი მეტკინებოდა...“ - 25 წლის იაპონელი ბიჭი, რომელიც საქართველოში ქართულმა ანბანმა ჩამოიყვანა
2019-02-26 14:02:56

www.ambebi.ge   ცოტა ხნის წინ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ბიჭი გა­ვი­ცა­ნი - რი­ო­სეი სუ­გი­ნა­კა კი­ო­ტო­დან. ია­პო­ნე­ლი სტუ­დენ­ტი ვარო - ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით მი­თხრა. გა­ვოც­დი, სა­ი­დან ასე­თი ქარ­თუ­ლი-მეთ­ქი? სა­უ­ბარ­ში შევ­ყე­ვით და ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნით მო­ხიბ­ლუ­ლი 25 წლის ია­პო­ნე­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვიც ასე შე­იქ­მნა.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 2 წლის წინ ჩა­მო­სუ­ლა. კი­ო­ტო­ში, ია­პო­ნი­ის მე­ო­რე დე­და­ქა­ლაქ­ში მშობ­ლე­ბი, უმ­ცრო­სი ძმა და ძაღ­ლი მყავ­სო. იქ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და და ეს­პა­ნუ­რი ენის გან­ხრით სწავ­ლობს, თუმ­ცა ახლა აკა­დე­მი­უ­რი წელი აქვს აღე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი­ყო და ქარ­თუ­ლი ენა ეს­წავ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი კი პირ­ვე­ლად ასე აღ­მო­ა­ჩი­ნა:

"ია­პო­ნი­ა­ში ჩემი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შემ­თხვე­ვით ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კის წიგ­ნი ვი­პო­ვე, რო­მე­ლიც ია­პო­ნე­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რის მიერ იყო შედ­გე­ნი­ლი და ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა და მი­მი­ზი­და ქარ­თუ­ლი ენის დამ­წერ­ლო­ბამ, ჩემ­თვის ლა­მა­ზი და საყ­ვა­რე­ლი ასო­ე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა ლ; ხ; რ... ასო­ე­ბის მრგვა­ლი ფორ­მა მო­მე­წო­ნა, თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი იყო. ია­პო­ნე­ლებს სხვა­ნა­ი­რი დამ­წერ­ლო­ბა გვაქვს...

თუმ­ცა წიგ­ნი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქარ­თუ­ლი ენის, ან­ბა­ნის და გრა­მა­ტი­კის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი არ იყო. უფრო ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნაშ­რო­მი მინ­დო­და, რომ კარ­გად მეს­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა... მალე ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შან­სი მო­მე­ცა და აქ ენის შეს­წავ­ლა ჩე­მით და­ვი­წყე. რა თქმა უნდა, აქ უკვე წიგ­ნე­ბიც ვი­შო­ვე და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, სა­ლა­პა­რა­კო ენა ვის­წავ­ლე.

25 წლის სტუ­დენ­ტი ია­პო­ნუ­რი ენის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ქარ­თვე­ლებს ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის ცენ­ტრში ენას ას­წავ­ლის.