192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბაქოში საქართველოს მოქალაქე მოიტაცეს
2019-02-26 14:06:22

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე, პირველი კურსის სტუდენტი გოგონა ბაქოში ეკონომიკური უნივერსიტეტ UNEC-ის შენობის წინ მოიტაცეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ნარიმანის რაიონის პოლიციის მე-16 განყოფილებას გატაცებულის დედამ მიმართა. ქალმა განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი, 18 წლის საქართველოს მოქალაქე აკადემიკოს ჰასან ალიევის ქუჩაზე მდებარე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის კარებთან მოიტაცეს.

ცნობილია, რომ გამტაცებელია ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ქიანანი.

პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს გამოძიება და დაადგინეს, რომ გოგონა ქორწინების მიზნით გაიტაცეს. ოპერმუშაკებმა ახალგაზრდებს მიაგნეს.

დადგენილია, რომ გოგონა თანახმაა ცოლად გაჰყვეს გამტაცებელს, ასე რომ მალე ქორწილიც იქნება.