192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა საქართველო ეკონომიკური განვითარებისთვის შეაქო
2019-02-26 14:54:02

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს წინსვლა საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-ის რეიტინგში ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტყველებს, განაცხადა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) პრეზიდენტმა რობერტუ აზევედუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ჟენევაში.

Fitch Ratings-მა გააუმჯობესა საქართველოს დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში (IDR) „BB-"-დან „BB"-მდე სტაბილური პროგნოზით. სააგენტომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მდგრადობას გარე ფაქტორების ზემოქმედებისადმი; დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების გაზრდა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა მიუხედავად კრიზისისა თურქეთში 2018 წლის ზაფხულში.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მივულოცე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით კი Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება, რაც წარმოადგენს საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესის აღიარებას. საქართველოს მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა – ეს გახლავთ ის ფაქტორები, რამაც გავლენა იქონია რეიტინგის გაუმჯობესებაზე", – განაცხადა აზევედუმ, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვმო-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმოების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში Doing Business-2019 საქართველოს მეექვსე ადგილი უკავია.