192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული სომხურ ეკლესიაში მაგინებელ აზერბაიჯანელი ახალგაზრდის წინააღმდეგ
2019-02-26 16:07:36

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსმ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აზერბაიჯანელი ახალგაზრდის წინააღმდეგ თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სომხურ ეკლესიაში გინებისათვის. სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართულმა თემმა  შესაბამისი წერილობითი შეტყობინება მიიღო გასულ კვირას.  „სპუტნიკ -არმენიის“ კორესპოდენტთან საუბარში ამის შესახებ აღნიშნა  თემის პრეს-სპიკერმა სუსანა ხაჩატრიანმა.

ინციდენტს ადგილი ჰქონდა 2 დეკემბერს, მაგრამ  ფართო  გამოხმაურება მოჰყვა, მაშინ როცა ახალგაზრდამ ეს კადრები ფეისბუქში განათავსა.  სამმა აზერბაიჯანელმა საგინებელი სიტყვები წარმოთქვეს თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სომხურ ეკლესიაში წირვის დროს. ერთ-ერთმა კი დაწვა სომხური დროშა.
სუსანა ხაჩატრიანმა ილაპარაკა საქმის ახალ დაწვრილებით მხარეებზე. ადრე ფიქრობდნენ, რომ დროშა დამწვარი იქნა ეკლესიის ეზოში. გამოძიებისას გაირკვა, რომ აზერბაიჯანელებს შეეშალათ დროშები – დაწვეს კოლუმბიის სამფეროვანი დროშა და სხვათა შორის, არა ეკლესიის ეზოში. შემდეგ კი მონტაჟის საშუალებით ეს ეპიზოდი მიუერთეს ეკლესიაში გადაღებულ ვიდეო  ჩანაწერს.