192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საერთაშორისო სავალიუტო ფონდი მზადაა კვლავ გააგრძელოს დახმარება სრ მთავრობისადმი
2019-02-27 09:25:39

როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობიდან, პრემიერ-მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საერთაშორსო სავალიუტო ფონდთან  ნაყოფიერ თანამშრომლობას და ეკონომიკის  სფეროში სსფ მიერ გაწეულ სისტემატიურ დახმარებას.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტები მოიცავს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის კორუფციის, დაბეგვრის, სასამართლო სისტემისა და საჯარო ადმინისტრაციის.მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმები მიზნად ისახავენ საგადასახადო პოლიტიკის გამარტივებას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, ინვესტიციების გაძლიერებას და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდას. მთავრობის ხელმძღვანელის აზრით, მთავრობის მიზანია ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების გატარება.

სომხეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი მუშაობა სომხეთის ეკონომიკაში რეფორმების გატარებას შეუწყობს ხელს.

მთავრობის მიერ მიღწეული ნაბიჯების დადებითად შეფასებისას ჰოსეინ სემეიმ დაამატა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა გააგრძელოს სომხეთის მთავრობისადმი ხელშეწყობა და დაინტერესებულია ეფექტური პროგრამების განხორციელებით.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივ  თანამშრომლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.