192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მთავრობა ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში დაეხმარება
2019-02-27 11:09:43

ფერმერები, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, ფერმერთა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობამ ფერმერების დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება განხორციელდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ვფიქრობთ, რომ ტექნიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა მთელი რიგი მიმართულებები, მათ შორის, საგრანტო და თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში 50%-იანი გრანტით თანადაფინანსება ექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მაქსიმალური ლიმიტი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ათასი ლარით. ეს თანხა იქნება გრანტი, რომელსაც ბენეფიციარი ფერმერი მიიღებს", – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის სიტყვებით, ფერმერები, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, უნდა დარეგისტრირდნენ ფერმერთა რეესტრში. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარი გამოიყო.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, როგორც ფიზიკური პირი, ისე ინდივიდუალური მეწარმე, ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილებს ან აქციებს.

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი და წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე.

პროექტი ხორციელდებაშეღავათიანი აგროპროექტის" ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.