192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დიპლომატების ცოლები ახალ ამპლუაში – ისინი თბილისში ქართულ ცეკვებს შეასრულებენ
2019-02-27 11:16:59

ცეკვაში მონაწილეობას მიიღებს ასევე საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  თბილისში 3 მარტს გაიმართება ქართული ცეკვების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ცოლები. ღონისძიება მიეძღვნება ქალებს, რომლებიც ძუძუს კიბოს ებრძვიან, იუწყებიან ორგანიზატორები.

იდეის ინიციატორია შვედეთის ელჩის მეუღლე კატარინა ტიდესტრომი. თავისი იდეის რეალიზაციისთვის მან ქართული ცეკვის ქორეოგრაფი, „სუხიშვილების" ყოფილი სოლისტი თეა დარჩია შეარჩია.

სწორედ ქალბატონმა კატარინამ მოიგონა ეს პროექტი. ჯერ ერთი შვილი მომიყვანა ცეკვაზე, მერე მეორეც მოაყოლა, მერე თვითონ დადის ცეკვაზე, შემდეგ სხვა მშობლებიც... მოუნდათ, რომ ეს ბედნიერება გაეზიარებინათ სხვებისთვისაც და, პირველ რიგში, თავიანთი კოლეგებისთვის", – აღნიშნა თეა დარჩიამ.

კოლეგები სულ არ აღმოჩნდნენ წინააღმდეგი და სწრაფად ჩაერთნენ რეპეტიციების პროცესში მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატების ზოგიერთმა მეუღლემ საერთოდ არ იცოდა ცეკვა. მაგრამ ყველას აერთიანებს სოლიდარობა ქალებისადმი, რომლებიც ონკოლოგიას ებრძვიან.

ეს არის პროექტიქალები ქალებისთვის". ჩვენ მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს ვუცხადებთ სოლიდარობას. სწორედ ამიტომ გვიკეთია ვარდისფერი ბაფთა მკერდზეეს საერთაშორისო ნიშანია. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია. რაც შეეხება ცეკვას, მინდა თეას მადლობა გადავუხადო, რომ მას სიხარული და სიყვარული მოაქვს, როცა ცეკვავს. როცა ამ ემოციებს განიცდი, გინდა ეს სხვებსაც გაუზიარო. ჩვენ საქართველოსთვის ვცეკვავთ. შევეცადეთ, ქართულ სულს ცეკვის მეშვეობით ჩავწვდომოდით", – განაცხადა კატარინა ტიდესტრომმა.

პროექტში სიამოვნებით ჩაერთნენ ავსტრიის, გერმანიის, ევროკავშირის ელჩების ცოლები, ასევე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის რეგიონული დირექტორის მეუღლე და თავად თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი.

თურქეთის ელჩის განცხადებით, ბოლოს მან 12 წლისამ იცეკვა. ახლა კი, როცა ქართულ ცეკვებს ცეკვავს, სულ კითხვას უსვამს საკუთარ თავს, თუ როგორ ახერხებენ ქართველი ქალები შეინარჩუნონ ასეთი სიმშვიდე, ჰარმონია და დახვეწილობა.

ძუძუს კიბო პრობლემაა ბევრ ქვეყანაში. მე აქ ასევე დეიდაჩემისთვის ვარ, რომელიც ამ დაავადებას ებრძვის. შევხვედრილვარ საქართველოში იმ ქალებს, რომლებიც ებრძვიან ამ სენს, მაგრამ ისეთებიც მინახავს, რომლებმაც ბრძოლის უნარი დაკარგეს. სწორედ მათ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, ძალა და სოლიდარობა, ასევე ფინანსური მხარდაჭერა. მე მხარს ვუჭერ ქართველ ქალბატონებს. ისინი საუკეთესოს იმსახურებენ", – აღნიშნა სერენ იაზგანმა.

კონცერტი თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნოში გაიმართება.