192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2020 წლისთვის სამხედროებს ბინები გადაეცემათ
2019-02-27 11:20:28

მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი 1,7 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება, 2020 წლისთვის გორსა და თბილისში ბინებით დაკმაყოფილდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებებულებები 2020 წლისთვის სრულად შესრულდება და ბინების გადაცემა სამ ეტაპად მოხდება. გარდა ამისა, 2019 წელს დაგეგმილია სამხედროებისთვის ხელფასების გაზრდახელფასები 100-დან 500-მდე ლარით გაიზრდება წოდებისა და თანამდებობის მიხედვით.

ბახტაძის განცხადებით, გორში ამ წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი მიიღებს ბინას.

„2019 წლის ბიუჯეტში, რომელიც გასულ წელს განვიხილეთ, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხზე. გორში უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების რემონტი და წლის ბოლომდე ბინას მიიღებს დაახლოებით 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი", – განაცხადა პრემიერმა.

ამას გარდა, თბილისში იწყება ორი ახალი კორპუსის მშენებლობა და მომავალ წელს ბინა 480-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი 1,7 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა.