192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სერჟ თანკიანმა ახალი ზელანდიის ხელისუფლებას მოუწოდა, აღიაროს სომეხთა გენოციდი
2019-02-27 12:25:47

ამერიკული როკ-ჯგუფის System of a Down სოლისტმა სერჟ თანკიანმა, რომლის ნამუშევრები ამჟამად გამოფენილია ახალ ზელანდიაში, ინტერვიუ მისცა ერთ–ერთ ადგილობრივ გაზეთს, ისაუბრა რა სომეხთა გენოციდის და მისი აღიარების შესახებ.
"ჩემთვის, როგორც  ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა ამერიკელი სომეხისთვის, მნიშვნელოვანია  სომეხთა გენოციდის თემა. ეს იყო ჩემი გამოღვიძება", tert.am-ის მიხედვით განაცხადა თანკიანმა და ხაზი გაუსვა გენოციდის აღიარების მნიშვნელობას.
"ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ახალმა ზელანდიამ იმოქმედოს გაბედულად. ეს ისტორიული ჭეშმარიტებაა. ბევრმა ადამიანმა აღიარა სომეხთა გენოციდი", - დასძინა მუსიკოსმა.