192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება
2019-02-27 14:58:18

  

news.ge   შეწყალების კომისიის დაკომპლექტება ამ დრომდე ვერ ხერხდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ფორმატთან დაკავშირებით მუშაობა ჯერაც არ დასრულებულა და დეტალები სავარაუდოდ, 6 მარტისთვის გახდება ცნობილი. სწორედ 6 მარტს უნდა წარდგეს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებას და შეწყალების კომისიის დაკომპლექტებას მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, შეწყალებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის ფაქტი თუ რამდენად უსაფრთხო იქნება საზოგადოებისთვის კონკრეტული მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხი.

„სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს შეწყალების ახალი წესის შემუშავებას და ასევე შეწყალების კომისიის დაკომპლექტების საკითხს. მიგვაჩნია, რომ შეწყალებისას უნდა იქნას გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები, ანუ რამდენად უსაფრთხოა საზოგადოებისათვის კონკრეტული მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხი.

“ამრიგად კომისიის დაკომპლექტებას ვეკიდებით დიდი სიფრთხილით. საჭიროა კომისიის წევრები დაკომპლექტდნენ პროფესიული კადრებით. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება და ასევე სამართლებრივ დონეზე უფრო მკაცრ რეგულაციებში მოქცევა,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.