192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა სომხეთის უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებს უწოდა “სომხური სასწაული“. ჰაიკ კონჯორიანი
2019-02-27 15:15:30

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ჰაიკ კონჯორიანი იუწყება, რომ თავის გამოსვლაში ასამბლეაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ოსუსკიმ სომხეთში  2018 წლის 9 დეკემბრის არჩევნებს უწოდა სომეხი ხალხის გამარჯვება, აღნიშნა რა, რომ ჩატარდა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები.
კონჯორიანმა ამის შესახებ აცნობა პარლამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
"პიტერ ოსუსკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარდა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაფერისად. მის მიხედვით, ადრე ჩატარებული არჩევნებისას გაყალბების და კორუფციული პრაქტიკის ახლანდელი არარსებობა, განსაკუთრებით მოსყიდვის არარსებობა იყო ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, და აღნიშნა, რომ, ის რაც მან იხილა აქ, იყო "სომხური სასწაული",– წარმოადგინა კონჯორიანმა.