Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-03-06 12:30:39
საზოგადოება
დიდი ბრიტანეთის სასულიერო ცენტრში გაიხსნა ინგლისში პირველი, სომეხთა გენოციდის მსხვერპლისადმი მიძღვნილი ქვაჯვარი (ხაჩქარ)
დიდი ბრიტანეთის სასულიერო ცენტრში, ქალაქ კენტერბერში დაიდგა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავმყოფი ქვაჯვარი. ბრიტანეთის სომხური სათვისტომოს ინიციატივით, ინგლისის (ანგლიკანური) მთავარი ეკლესიის (ქრისტეს მიტროპოლიტის ეკლესია) ხსოვნის ბაღში დადგმული ქვაჯვარი აკურთხა სომხური სამოციქულო ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ჰოვაკიმ მანუკიანმა.
2019-03-06 12:00:06
ეკონომიკა
სომხეთის ვიცე-პრემიერმა ავინიანმა საფრანგეთის დელეგაციასთან ერთად განიხილა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები
ერევანი, 5 მარტი, არმენპრესი. სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა 5 მარტს მიიღო დელეგაცია სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჟონათან ლაქოტის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მრჩეველი, საფრანგეთის ბირთვული ენერგეტიკის კომისიის წარმომადგენელი ალექსანდრ გორბაჩოვი და საფრანგეთის კომპანია ORANO-ს (ყოფილი AREVA) წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა ასევე ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გარეგინ ბაღრამიანი.
2019-03-06 11:00:45
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველად მიმართავს
პრეზიდენტი დღეს, პარლამენტის წინაშე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვა. ამის შესახებ აუწყებს ინტერპრესნიუსი. პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლა შემდეგი პროცედურით გაგრძელდება: თავდაპირველად 10-10 წუთი იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. პარლამენტში ამჟამად ასეთი ორი ფრაქციაა: “ნაციონალური მოძრაობა“ და “საქართველოს პატრიოტები“, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღევანდელ პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
2019-03-06 11:00:33
პოლიტიკა
ევროკავშირი მზად არის განაგრძოს სომხეთში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა. ფედერიკა მოგერინი ნიკოლ ფაშინიანს
სრ  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე უმაღლეს წარმომადგენელს  ფედერიკა მოგერინის. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს სომხეთში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავს კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებათა დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას, ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფას და რიგ სხვა მიმართულებებს.