192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩინელი ბიზნესმენები სომხეთში 100 მილიონიანი ინვესტიციებით 300-400 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავენ
2019-02-28 12:42:48

სრ პრემიერ მინისტრმა ტიგრან ავინიანმა მიიღო ჩინეთის კომპანია "გუომინგის" დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი ჰე იურონგი.
სრ ვიცე-პრემიერის კანცელარიის განცხადებით, ჰე იურონგმა აღნიშნა, რომ 2018 წლის დეკემბერში კომპანიის მონაწილეობით შეიქმნა სომხურ-ჩინური მეგობრობის განვითარების ასოციაცია, რომელიც საქმიანობას ავრცელებს კულტურათაშორისი კომუნიკაციის, ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარების მიმართულებით.

ჩინელმა ბიზნესმენებმა აცნობეს, რომ გეგმავენ სომხეთში თანამედროვე სასაწყობე მეურნეობის აშენებას, რომელიც მოემსახურება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის ნაკადებს. გარდა ამისა, კომპანიას სურს შექმნას ალუმინის ინდუსტრიული ზონა სომხეთში, სადაც წარმოდგენილი იქნება ალუმინის საქონელი, კერძოდ, ავეჯის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიები, რომელთა ნაწარმი ძირითადად ექსპორტირებული იქნება. ზოგადად, საინვესტიციო პროგრამების მოცულობა 100 მილიონ დოლარს აღწევს და 300-400 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ინვესტიციების დაცვას და ამ მიმართულებით დაიწყო ინვესტიციების დაცვის ახალი კანონის შემუშავება. მან ასევე დაარწმუნა, რომ მთავრობა ხელს შეუწყობს ყველა ჩინელი ბიზნესმენის გეგმების განხორციელებას.