192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართველი ნორჩი მათემატიკოსები საერთაშორისო ოლიმპიადაზე ათეულში მოხვდნენ
2019-02-28 15:30:20

ბუქარესტში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაში 24 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

,,სპუტნიკი საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს გუნდმა Romanian Master of Mathematics-ის XI საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც ბუქარესტში 20-25 თებერვლის პერიოდში ჩატარდა, მერვე ადგილი დაიკავა, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე.

ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ 20 წლამდე ასაკის მათემატიკის მოყვარულებს, რომლებიც არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ირიცხებიან. წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 24 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველო ოლიმპიადაზე წარადგინეს ნიკა ბირკაძემ, ბაქარ გამეზარდაშვილმა, თეიმურაზ თოლორაიამ და ლუკა მუშკუდიანმა.

გამარჯვებულთა სამეულში შევიდნენ აშშ-ის, კორეისა და სერბეთის წარმომადგენლები. საქართველომ კი, თავის მხრივ, უკან ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იტალია, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, საფრანგეთი და ..

საერთაშორისო ოლიმპიადა Romanian Master of Mathematics ბუქარესტში ყოველწლიურად ტარდება. პირველი შეჯიბრი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ნორჩი მათემატიკოსები მონაწილეობდნენ, 2008 წელს გაიმართა. გასულ წელს საქართველოს ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიუღია.

ოლიმპიადის პირობების თანახმად, მოსწავლეები ინდივიდუალურ დავალებას ორი დღის განმავლობაში ასრულებენ. თითოეულ ტურში 4,5 საათის განმავლობაში სამი დავალების შესრულებაა აუცილებელი. ოლიმპიადის ამოცანები სასკოლოს არ ჰგავს და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. სირთულის დონითა და დავალებების თემატიკით იგი საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადასთან ახლოსაა, შედეგები პირადი და გუნდური ჩათვლებით ჯამდება.