192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრემიერ მინისტრი და ირანის მეჯლისის სპიკერი თანამშრომლობის განსავითარებლად დიდ შესაძლებლობებს განიხილავენ
2019-02-28 12:00:57

ოფიციალური ვიზიტით  თეირანში მყოფი  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ირანის ეჯლისის სპიკერ ალი ლარიჯანს. სრ მთავრობის უწყებით, ალი ლარიჯანი მიესალმა ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტს ირანში და რწმენა გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

მოსაუბრეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გაგრძელებს განვითარებას ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

მხარეებმა საჭიროდ მიიჩნიეს ეკონომიკური თანამშრომლობის უწყვეტობის განმტკიცება და ამ საქმეში ხაზი გაუსვეს ორ ქვეყნპარლამენტებს შორის კავშირების გაფართოებას.

ალი ლარიჯანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის პარლამენტ ურთიერთობების გაფართოების საკითხის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. მისი სიტყვებით, არსებობს დიდი შესაძლებლობები თანამშრომლობის განსავითარებლად,  როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ამ კონტექსტში განხილული იქნა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს და ირანს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობა და  დოკუმენტის რატიფიცირებ პარლამენტების მიერ. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ტურიზმის და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე რეგიონთან დაკავშირებული რიგი საკითხები.