192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“Thales“-ის დიდი დელეგაცია ეწვევა სომხეთს
2019-02-28 13:00:06

სრ ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა მიიღო საფრანგეთის კომპანი"Thales"-ის ვიცე პრეზიდენტი, რეგიონალური დირექტორი პოლ რმი.

სრ პრემიერის ოფისის უწყებით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ, სომხეთში სამეცნიერო კვლევითი განყოფილების შექმნა, სომხეთის მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად ერთობლივი პროგრამების განხორციელება და პროგრამის "საინჟინრო ქალაქი"  ფარგლებში თანამშრომლობა.

მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პოლ რმი მომავალშიც ეწვევა სომხეთს, როგორც დიდი დელეგაციის ხელმძღვანელ.

კომპანი"Thales"-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია  ელექტრული სისტემების პროექტირებისა და შექმნის, ავია-კოსმოსური, დაცვის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სფეროებში მომსახურებით.