192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ტიგრან ავინიანმა და ჩინეთის ელჩმა განიხილეს ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები
2019-03-01 10:51:56

სომხეთის ვიცეპრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა მიიღო სომხეთში ჩინეთის ელჩი  თიან ერლუნი.

როგორც იუწყებიან სრ ვიცეპრემიერ-მინისტრ ტიგრან ავინიანის კანცელარიიდან, საუბრისას განიხილეს სომხეთ-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების და გაფართოების საკითხები და ხაზი გაუსვეს სომხურ-ჩინური მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. დეტალურად შეეხნენ სომხეთის სასურსათო ნაწარმისა და ალკოჰოლური პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდ შესაძლებლობას, აგრეთვე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში ახალი პროექტების განხორციელებას. ტურიზმისა და ბიზნეს წრეების კონტაქტების ხელშეწყობის კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა ჩინეთის მიერ სომხეთისთვის სასყიდლო სახელმწიფო დახმარების საკითხები. მხარეებ ასევე შეეხნენ ქალაქ შანხაიში ნოემბერში გასამართ "ჩინეთში იმპორტირებული საქონლის მე -2 საერთაშორისო გამოფენა"-ში სომხეთის ესაძლო მონაწილეობითემა.