192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა
2019-03-01 16:30:02

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018-2019 წლებში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 12234 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. წინა წელს ეს მაჩვენებელი 10074-ს შეადგენდა.

საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი საქართველოში ინდოეთიდანაა და მათი რიცხვი 6 ათასს აღწევს. აზერბაიჯანიდან ჩამოსულ სტუდენტთა რაოდენობა 2124-ია, ერაყიდან 759, ხოლო რუსეთიდან 306.