192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სუმგაიტის დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პატივი მიაგო სუმგაითის მსხვერპლთა ხსოვნას
2019-03-01 16:00:54

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტარმენ სარსიანი დღეს წიწერნაკაბერდს ეწვია, პატივი მიაგო  სუმგაითში მომხდარ ტრაგიკული მოვლენების დროს უდანაშაულოდ დაღუპულთა ხსოვნს.

სტეფანაკერტი, 28 თებერვალი, არცახპრესი. პრეზიდენტმა ყვავილების გვირგვინით შეამკო უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის ქვის ჯვარი (ხაჩქარი). ამის შესახებ აუწყებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

"დღეს, ყველა სომეხს ახსოვს 1988 წლის 27-28 თებერვალს მომხდარი დანაშაული. პასუხად არცახის მოსახლეობის მშვიდობიანი დემონსტრაციის, რომლებც  თვითგამორკვევის თავიანთ უფლება ახორციელებდნენ. საბჭოთა აზერბაიჯანის ქალაქ სუმაიტში მასობრივი სისხლიანი რეპრესიები მოეწყო სომხების წინააღმდეგ. ეროვნული მტრობის საფუძველზე ასობით ჩვენი თანამემამულე მოკლეს,  დანარჩენები კი სასტიკად აწამეს, იძულებით აყარეს თავისი სახლებიდან", - განაცხადა პრეზიდენტმა სარსიანმა. "სუმგაიტის დანაშაულს არ გააჩნია ხანდაზმულობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საშინელი დანაშაული მკაცრად დაგმობილი აღიარებული და დაფასებული იქნასაერთაშორისო საზოგადოების მიერ".

სომხეთის პრეზიდენტმა წიწერნაკაბერში მარადიულ ცეცხლთან  პატივი მიაგო 1915 წლის სომთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.