192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში სამართალდამცავების მიერ ძებნილი მოქალაქე ერევანში იპოვეს
2019-03-01 18:00:15

8 თებერვალს, 23:30 საათზე, პოლიციის სისხლის სამართლის საგამოძიებოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ერევანში, ბაკუნცის შესახვევის ერთ-ერთ შენობაში აღმოაჩინეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 38 წლის შოთა ც, რომელიც 25 თებერვლიდან ძებნაში იმყოფებოდა საქართველოს თბილისის საქალაქო პოლიციის დეპარტამენტის მიერ,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (2 ან მეტი პირის მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (იარაღის უკანონო ტარება ან გადატანა) თვისებებით. ამის შესახებ იტყობინება სრ პოლიცია.

ამავდროულად გაირკვა, რომ შოთა . სომხეთში ჩავიდა რომელიმე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირებისა და  სათანადო დოკუმენტაციის შევსების გარეშე, რასთან დაკავშირებითაც მზადდება მასალა.