192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ყველაზე დიდი სომხურ- ირანული პროექტი: როდის დაიწყება მშენებლობა მეღრში
2019-03-04 09:39:49

წინასწარი გათვლებით, მდინარე არაქსიზე  ასაშენებელი ჰესის სიმძლავრე 100 მვტ-მდე იქნება. ამის შესახებ აღინიშნა სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში,  „სპუტნიკ არმენიის“ კორესპოდენტთან საუბრისას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თებერვლის თვეში ადგილი ჰქონდა  სამუშაო  ჯგუფის შეხვედრას ირანულ მხარესთან. მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი გაიმართება  უკვე აპრილში.  შეთანხმება იქნა მიღწეული სამინისტროსთან სომეხი და ირანელი  ინვენსტორების მიერ შემუშავებული ფინანსური მოდელების წარდგენისა და განხილვის შესახებ.
„ჰესის მშენებლობა დაიწყება მაშინ, როცა დაზუსტებული იქნება საკითხები ელექტრონერგიის ფასის შესახებ და სხვა პირობებიც“ , - ნათქვამია სტატიაში. პროექტის თანახმად 100 მვტ სიძლიერის ჰესი ყოველწლირად აწარმოებს 750-800 მილინ კვტ/სთ ელექტროენერგიას .

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სომხეთ-ირანის ყველაზე მსხვილი პროექტია.  მეღრის ელექტროსადგური (მდინარე არაქსის სომხურ ნაპირზე) წარმოადგენს ორი ჰეს-ისაგან შექმნილ  კასკადს (მეორე აშენდება ირანულ სანაპიროზე-ქარაჩილარში). ეს ელექტროსადგურები უნდა გახდნენ ყველაზე მძლავრნი სამხრეთ კავკასიაში.

სომხეთმა- და ირანმა ამ იდეის განხილვა დაიწყეს ჯერ კიდევ 2006 წელს, ხოლო 2010 წელს ხელმოწერილი იქნა მემორანდუმი მშენებლობის შესახებ.  წინანდელი იდეის მიხედვით მეღრის ჰესის სიძლიერე 130 მეგავატი იყო (ეს 10 % მეტია 2017 წელში სომხეთში გამომუშავებული მთელი ელექტროენერგიისა).