192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართველი დიზაინერების კოლექციები პარიზში წარადგინეს
2019-03-04 10:44:44

ქართველი მოდელიერები პოტენციურ დამკვეთებთან კონტაქტების დამყარებას შეძლებენ

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, პარიზის შოურუმებში მოდის კვირეულის ფარგლებში 17 ქართველი დიზაინერის კოლექციებია წარმოდგენილი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დიზაინერების კოლექციები ოთხ შოურუმშია წარმოდგენილი. ღონისძიება, რომელიც წელიწადში ოთხჯერ ტარდება, მსოფლიო მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენას წარმოადგენს. ის მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით ას კომპანიას, 130 ბაიერს და პრესის წარმომადგენელს.

ქართველ დიზაინერებს შორის, რომელთა ნამუშევრებია წარმოდგენილი საფრანგეთში, არიან Blikvanger, Kanchaveli, Lako Bukia, Keti Chkhikvadze, George Keburia, Janashia, Lalo, 0711 Tbilisi, Anouki, Dalood, Tamuna Ingorokva, Liya, Aka Nanita, Maturelli, Lado Bokuchava, Tiko Paksa, Aleksandre Akhalkatsishvili.

დიზაინერები შეძლებენ გააცნონ ბაიერებს საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ კავშირები პოტენციურ დამკვეთებთან.

პროექტი ხორციელდება სააგენტოსაწარმოე საქართველოშიმხარდაჭერით.

ბოლო წლებში ქართული მოდა სწრაფად ვითარდება. დიზაინერების რაოდენობა გაიზარდა, მათ აფასებენ და პატივს სცემენ სამშობლოსა და უცხოეთში. მთელს მსოფლიოში დიზაინერები და ექსპერტები ერთმანეთს ეთანხმებიან, რომ ქართული მოდა - განსაკუთრებული სტილი და ხელწერაა, რომელიც უკვე პირველივე დანახვისთანავე ცნობადია.