192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რიცხვი შემცირდა
2019-03-04 10:54:46

უნივერსიტეტების ნახევარზე მეტი თბილისში მდებარეობს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საქართველოში 2018/2019 სასწავლო წლისთვის იყო დარეგისტრირებული 63 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რაც შარშანდელთან შედარებით 12-ით ნაკლებია, ნათქვამია საქსტატის მასალებში.

უნივერსიტეტების უმეტესობა, კერძოდ კი 62%, თბილისში მდებარეობს.

სასწავლო წლები

სახელმწიფო უნივერსიტეტები

კერძო უნივერსიტეტები

2017/2018

20

55

2018/2019

19

44

 

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რაოდენობის შემცირება უკავშირდება ავტორიზაციის პროცესს, რომლის ფარგლებში ზოგიერთ მათგანს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ესენი არიანსაქართველოს ბიზნეს აკადემია“ (SBA), „ინტერბიზნეს აკადემია“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიადაილია ჭავჭავაძის სახელობის ცოდნის საზოგადოება“. დანარჩენ რვა სასწავლებელს ავტორიზაცია სტანდარტების შეუსაბამობის გამო ჩამოერთვა, განმარტეს განათლების ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრში.

საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების რიცხვის შემცირების მიუხედავად, სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა - 147,7 ათასი (+2,7%), აქედან 12,2 ათასი - უცხოელია.

ამასთან ადგილობრივი სტუდენტების 65% სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს, ხოლო უცხოელ სტუდენტთა 65% უპირატესობას კერძო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ანიჭებს.