192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს
2019-03-04 11:39:42

www.radiotavisupleba.ge      საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს მმართველი პარტიისქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსცენტრალურ ოფისში. 16 საათზე დანიშნულ სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელძღვანელებს.

პარტიაქართული ოცნებისპრესსამსახური შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებს არ ასახელებს.

ბოლო დღეებში მმართველი პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან და სოციალ-დემოკრატების შემადგენლობიდან გავიდა ბექა ნაცვლიშვილი. უმრავლესობის დატოვებას აპირებს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციაც.