192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-05-20 10:00:35
კულტურა
თბილისში საიათნოვასადმი მიძღვნილი ტრადიციული ზეიმი "ვარდტონი" გაიმართა
19 მაისს, თბილისში საიათნოვასადმი მიძღვნილი ტრადიციული ზეიმი "ვარდტონი" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა და საელჩოს თანამშრომლებმა. წელს 105-ე "ვარდტონი" აღინიშნა. პირველად იგი 1914 წელს ჰოვანეს თუმანიანისა და გევორგ ბაშინჯაღიანის ინიციატივით გაიმართა. "ვარდტონი 2019" თბილისის თოჯინების თეატრის მარიონეტული სპექტაკლით (დამფუძნებელი არმენ ჰოვანისიანი) "იყო და არა იყო რა, იყო ერთი საიათნოვა" დაიწყო. მონაწილეობა მიიღეს ასევე ადგილობრივმა ცეკვის ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.