192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით ბრიუსელშია
2019-03-04 16:00:55

სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ბელგიაში გაემგზავრა.  სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს, პრემიერ-მინისტრი  ფლანდრიის რეგიონის ქალაქ ლიოვენში ჩავიდა. ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტთა სიაშია. იგი ასევე საუკეთესოა ევროპულ უნივერსიტეტთა შორის, მე -7 ადგილზეა და ჰყავს 7000 სტუდენტი. უნივერსიტეტის რექტორმა, ლიუკ სელსმა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გააცნო უნივერსიტეტის საქმიანობა და პროგრამები.
დღეს საღამოს ნიკოლ ფაშინიანი ასევე ევროპარლამენტს ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა. სავარაუდოდ, იგი სომხეთის სათვისტომოს საქმიან წრეებთან ერთად ივახშმებს.

ვიზიტის მეორე დღეს, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა ევროპარლამენტის შენობას, სადაც ის შეხვდება ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკოლ ფაშანიანი და დონალდ ტუსკი გააკეთებენ განცხადებას მედიისათვის.  ხოლო ევროკომისიის შენობაში, პრემიერ-მინისტრს მიიღებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი. სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.