192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რა ვალდებულება და სანქციები დაეკისრებათ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ
2019-03-04 23:09:13

უცხო­ელს და სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პირს, რომ­ლის დო­მი­ნან­ტი პარტნი­ო­რი უცხო­ე­ლი ან სა­ზღვარ­გა­რეთ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბათ, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა უზ­რუნ­ველ­ყონ. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ზე­დი­ზედ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ სან­ქცია და­ე­კის­რე­ბათ.

პარ­ლა­მენ­ტში მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სან­ქცი­ად გან­სა­ზღვრუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა - 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და ყო­ველ მომ­დევ­ნო ჰა მი­წის ნაკ­ვეთ­ზე 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს 20 000 ლა­რი­სა. ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მომ­დევ­ნო და ყო­ვე­ლი შემ­დე­გი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას ყო­ველ მომ­დევ­ნო წელს 1 ჰა-მდე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთ­ზე 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით და ყო­ველ მომ­დევ­ნო ჰა მი­წის ნაკ­ვეთ­ზე 400 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს 30 000 ლა­რი­სა.

გარ­და ამი­სა, თუ ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის, რომ­ლის დო­მი­ნან­ტი პარტნი­ო­რი არის უცხო­ე­ლი ან სა­ზღვარ­გა­რეთ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთ­ზე, იგი ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის გას­ხვი­სე­ბა კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან 2 წლის ვა­და­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას და­ე­კის­რე­ბა ჯა­რი­მა 1 ჰა-მდე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთ­ზე 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და ყო­ველ მომ­დევ­ნო ჰა მი­წის ნაკ­ვეთ­ზე 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს 50 000 ლა­რი­სა. ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მომ­დევ­ნო და ყო­ვე­ლი შემ­დე­გი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას ყო­ველ მომ­დევ­ნო წელს 1 ჰა-მდე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთ­ზე 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით და ყო­ველ მომ­დევ­ნო ჰა მი­წის ნაკ­ვეთ­ზე 400 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს 80 000 ლა­რი­სა.

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები