192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ადგილი არა აქვს: ფაშინიანი
2019-03-05 10:48:01

სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულება არ არსებობს და პირიქით, ამის  შესახებ  განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ  ფაშინიანმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიაში გამოსვლისას.

მისივე სიტყვებით,  რუსეთთან  ურთიერთობა სომხეთისათვის  ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნები კვლავ სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ფარგლებში.

"არ მგონია, რუსეთთან და ევროკავშირთან  ჩვენს ურთიერთობებში არსებობენ  გარკვეული უთანხმოებანი. ჩვენ პატიოსნად  და გამჭვირვალედ  ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს.  ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებში არ არის რაიმე ისეთი რაც ავნებს  რუსეთს და შესაბამისად რუსეთთან ურთიერთობაში არ არის ისეთი რამ რაც საზიანო იქნებოდა ევროკავშირისათვის", - დასძინა ფაშინიანმა.

როგორც მან აღნიშნა რუსეთთან და ირანთან მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში. „ეს თანამშრომლობა  განხილული იქნა ამ უკანასკნელ ხანებში ირანში ჩატარებული ვიზიტის ფარგლებში“, -თქვა ფაშინიანმა.