192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კონფლიქტის მოგვარება გულისხმობს მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემის აუცილებლობას: ფაშინიანი
2019-03-05 12:05:27

 

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები კვლავაც სერიოზულ გამოწვევებს წარმოშობენ. ისინი უარყოფით გავლენას ახდენენ რეფორმების პოტენციალზე,  განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ  ფაშინიანმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიაში გამოსვლისას.

პირველ რიგში, გადაუჭრელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და ჩვენი რეგიონში არსებული დაძაბულობა ქმნის პოლიტიკურ რისკებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის საერთო საინვესტიციო მიმზიდველობაზე. მეორე, ჩვენი მოწინააღმდეგის გამალებული შეიარაღება სამხრეთ კავკასიის რეგიონში დამატებით სირთულეებს ქმნის. დღეისათვის სომხეთი ვალდებულია  თავისი მწირი რესურსების დიდი ნაწილი გამოიყენოს რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად "- თქვა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო  საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს ეუთო- მინსკის ჯგუფის სამშვიდობო ძალისხმევა, განსაკუთრებით იმ მკაფიო გზავნილით, რომ ძალის გამოყენება მიუღებელია.

კონფლიქტის მოგვარება გულისხმობს მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემის აუცილებლობას. ამ მთიანი რეგიონის მოსახლეობა ორი ათეული წელია ცხოვრობს დე ფაქტო დამოუკიდებლობაში. იქ დღეს არსებობს ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ვერც წარმოუდგენია დამოუკიდებლობის რაიმე ალტერნატივა. თუ ჩვენ ვიღწვით კონფლიქტის მშვიდობიანი, სამართლიანი  და ხანგრძლივი მოგვარებისათვის, მაშინ მთიანი ყარაბაღის ხალხს მათი მომავლის  დამოუკიდებლად გადაწყვეტის შესაძლებლობა   უნდა მიეცეს", - განაცხადა მან.

როგორც  ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, საკითხის მშვიდობინი მოგვარების პროცესმა შეიძლება წინ წაიწიოს მხოლოდ იმ შემთხვევში, როცა მთიანი ყარაბაღის ხალხი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთა